ვისთვის ყიდულობს ტელევიზორებს ბათუმის მერია

CC0 / Pixabay / ბავშვი ტელევიზორს უყურებს
ბავშვი ტელევიზორს უყურებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 225 ცალი ტელევიზორის შესაძენად  61 875 ლარის დახარჯვას გეგმავს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბათუმის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 225 ცალ ტელევიზორს შეიძენს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს" >>

ტენდერი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის საერთო ღირებულება 61 875 ლარია.

სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა და გამარჯვებული სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოვლინდება.

ბათუმის მერის მოადგილის ლელა სურმანიძის თქმით, წლის დასაწყისში ხდება შესწავლა თუ რა საჭიროებები აქვთ სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ამის მიხედვით ცხადდება ტენდერები.

„ერთი კომპონენტი არის სარემონტო მასალების შესყიდვა. ამ შემთხვევაში მერია ბენეფიციარებს ვაუჩერს აძლევს, დაახლოებით 1200 ლარის ფარგლებში. მეორე კომპონენტია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. აქაც შესწავლის საფუძველზე ხდება საჭირო ნივთების დაანგარიშება, რის შემდეგადაც ვაცხადებთ ტენდერს. ამ ეტაპზე ტელევიზორების შესყიდვის საჭიროება გამოვლინდა, ვაპირებთ ლეიბების შესყიდვასაც“, - აღნიშნა ლელა სურმანიძემ.

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
კურორტი, აუზი, ტანვარჯიში – რა ბენეფიტები ეკუთვნით სოციალურად დაუცველებს

მისივე თქმით, პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას ემსახურება.

იმისათვის, რომ ახალმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ გავლენა არ მოახდინოს სოციალურად დაუცველი ოჯახის სარეიტინგო ქულებზე, მერია საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად  ოჯახებს გადასცემს  ცნობას, რომ ნივთი ამ პროგრამის ფარგლებში აქვს მიღებული.

მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამას ბათუმის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარია. საშუალოდ ერთ ბენეფიციარზე 1000 ლარი იხარჯება. პროგრამა წელს დაახლოებით 500 ბენეფიციარს დააკმაყოფილებს.

ყველა ახალი ამბავი
0