ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"

© Sputnik / Alex Shlamovვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ შენობა ავარიულია, იძულებით გადაადგილებულ პირებს არ სურთ მისი დატოვება.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ვაშლიჯვარში, №158 სკოლასთან მდებარე შენობასთან, რომელიც რვა დღის წინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაიკავეს, პოლიციაა მობილიზებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დევნილებმა შენობა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მოთხოვნით დაიკავეს და უკვე კვირაზე მეტია, არ ტოვებენ ტერიტორიას.

© Sputnik / Alex Shlamovვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"

როგორც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, შენობაში ყოფნა არ არის უსაფრთხო, რადგან იგი ავარიულ მდგომარეობაშია.

თბილისი. საბურთალო - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში დევნილები შენობაში შეიჭრნენ – დააკმაყოფილებენ თუ არა მათ ბინებით

ადგილზე იმყოფებოდა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძეც. მისი სიტყვებით, ოჯახებმა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული, დახმარებისთვის შესაბამის რაიონულ ადმინისტრაციებს უნდა მიმართონ და თუ ეს კანონით ეკუთვნით, ისინი მას მიიღებენ – იქნება ეს ქირა თუ სხვა ტიპის დახმარება.

„ახლა შენობის გარეთ დარჩენილია ქალი სამი თვის ბავშვით. ჩვენ შევთავაზეთ მას ბინით უზრუნველყოფა იქამდე, ვიდრე გამგეობასთან ურთიერთობა დალაგდებოდა და გამგეობა დახმარებას აღმოუჩენდა, რაზეც მან უარი განაცხადა", – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ნინო ანდრონიკაშვილის განცხადებით, ის შენობიდან შვილის გასასეირნებლად გამოვიდა და პოლიციამ უკან აღარ შეუშვა. ანდრონიკაშვილი ითხოვს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მას ბინას ერთი წლით უქირავებენ და ერთი წლის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით.

© Sputnik / Alex Shlamovვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მარიამ მენაბდიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შეჭრილი, აქედან 17 ოჯახია სოციალურად დაუცველი და დევნილი, დანარჩენები კი უსახლკარო სტატუსის მქონენი არიან. მისი თქმით, ისინი ქირაზე უარს ამბობენ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ უკვე რამდენჯერმე იყვნენ ქირით გასულები და მათ ქირის გადახდა შეუწყვიტეს.

„ძალადობა გამოსავალი არ არის“ - სერგეენკო დევნილების მიერ Dirsi-ში შეჭრის შესახებ>>>

ეს წლის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც დევნილებმა საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების მოთხოვნით შენობა დაიკავეს. აპრილის დასაწყისში მათ Dirsi-ს მშენებარე კომპლექსში დაახლოებით 200 ბინა დაიკავეს. მაშინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ეს ქმედება იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. მოგვიანებით ხელისუფლებამ შეძლო მათი დარწმუნება და მათ უკანონოდ მიტაცებული ფართები დატოვეს.

© Sputnik / Alex Shlamovვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში დევნილებმა შენობა „აიღეს"

დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი აქვს 273,4 ათას ადამიანს, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, მაგრამ მათ რიგში დგომა წლების განმავლობაში უწევთ.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0