ვაშლიჯვარში დევნილები შენობაში შეიჭრნენ – დააკმაყოფილებენ თუ არა მათ ბინებით

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი. საბურთალო
თბილისი. საბურთალო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ შენობას მანამდე არ დატოვებენ, სანამ მათ საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებენ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 25 პირი და ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ვაშლიჯვარში, 158-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში შეიჭრა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ისინი მთავრობისგან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

„სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს ორი თვის ბავშვი?! ჩემ შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არც ერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ! დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით", – აცხადებს შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი დევნილი ქალი.

პოლიცია საცხოვრებელი კომპლექს „დირსისთან“ - Sputnik საქართველო
„ძალადობა გამოსავალი არ არის“ - სერგეენკო დევნილების მიერ Dirsi-ში შეჭრის შესახებ

ამასთან, ტელეარხის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ დევნილების ოჯახმა უკვე მიიღო ბინა.

ეს ამ წელიწადში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დევნილები შენობაში შეიჭრნენ და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. აპრილის დასაწყისში ადამიანებმა Dirsi-ს დაუმთავრებელ კომპლექსში 200-მდე ბინა უკანონოდ დაიკავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მათთვის ბინები უნდა გადაეცა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. მოგვიანებით ხელისუფლებამ ისინი დაიყოლია, რომ ბინები გაეთავისუფლებინათ.

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს. ეს 88,7 ათას ოჯახზე მეტია. სახელმწიფო ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ მათ წლობით უწევთ რიგში დგომა.

ყველა ახალი ამბავი
0