უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის განაჩენი გელაშვილის ცემის საქმეზე უცვლელად დატოვა

© Supreme Court of Georgiaსაქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს იხილავს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლო არ მიიღო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კასაცია დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და პირველი ორი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივნისში სააკაშვილი ბრალდებულად ცნო მუხლებით „ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტება“ და „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება პირთა ჯგუფის მიერ“. იმავე წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.

დაკავება - Sputnik საქართველო
უკრაინაში დაკავებული სააკაშვილის თანამოაზრე ექსტრადირებულია საქართველოში

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა დეპუტატ გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. დეპუტატი წერდა, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატურის მონაცემებით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. სააკაშვილმა თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ეს საქმე შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ, ვანო მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორ ერეკლე კოდუას. დავალება ივლისში შესრულებაში მოიყვანეს.

პროკურორი: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს >>

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ოპერმუშაკებმა და სპეცნაზმა თბილისში, მირცხულავას ქუჩის ტეროტორიაზე მოახდინეს იმ ავტომანქანის ბლოკირება, რომლითაც გადაადგილდებოდა გელაშვილი, თავს დაესხნენ მას, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი, წაართვეს Heckler Koch-ის მარკის პისტოლეტი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.

გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის გარდა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა მერაბიშვილს, ცხრა-ცხრა წელი დაუსწრებლად შეეფარდა კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროს გია სირაძეს. ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე - Sputnik საქართველო
სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში - თბილისი კიევისგან ნაბიჯებს ელის

ეს სააკაშვილის მეორე განაჩენია. 2018 წლის იანვარში მას დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა შეეფარდა - „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება კიდევ ორი საქმე - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ყველა ახალი ამბავი
0