უკრაინაში დაკავებული სააკაშვილის თანამოაზრე ექსტრადირებულია საქართველოში

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ქვეყნიდან გირაოთი გათავისუფლების შემდეგ გაიქცა, უკვე საქართველოშია

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია, რომელსაც წამება და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად, იუწყება პირველი არხი პროკურატურაზე დაყრდნობით.

საქართველოს პროკურატურამ ექს–ჩინოვნიკები წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა>>>

სამუშია საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს დააკავეს, 2016 წლის ზაფხულში ის გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა სამუშიას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, იგი ესპანეთში გაემგზავრა, შემდეგ უკრაინაში ჩავიდა, სადაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა 2019 წელს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს კიდეც.

„წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი სამუშია უკრაინამ საქართველოს გადმოსცა. სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა“, - ციტირებს პირველი არხი პროკურატურას.

გამოძიების ცნობით, 2012 წლის 28 ივნისს სამუშიამ ზუგდიდში ამ დროისთვის დაუდგენელ ორ პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ექს–ჩინოვნიკები წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცა

კობერიძე ძალის გამოყენებით ჩასვეს სამსახურებრივ ავტომობილში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თბილისში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადმოიყვანეს. იქ კობერიძეს აწამებდნენ და მისგან ტერაქტის მომზადების აღიარებას ითხოვდნენ.

სამუშიასთან ერთად ამ საქმეში ფიგურირებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

დანაშაული ჩადენილია წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.

სამუშია ბრალს არ აღიარებს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუშიას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0