თბილისი, 11დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ექს–მოადგილე დათა ახალაიასა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ექს–უფროს მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, განაცხადა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ.
ახალაიასა და ქარდავას გარდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის არ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
"ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი“, – განაცხადა კაციტაძემ პარასკევს, 11 დეკემბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.
და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს, ქ.ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა — გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძესსამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.
დათა ახალაია და მეგის ქარდავა ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფებიან, რომელთა წინააღმდეგაც ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდშისამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა – გიორგი სამუშიამ, ორ დაუდგენელ პირთან ერთად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს. ძალის გამოყენებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ავტომანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ.თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში“, – განმარტავს კაციტაძე.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა“ და „წამების“ მუხლით, რომელიც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რომან შამათავა 2008 წელს მომხდარი ე.წ. „ხურჩის“ ტერაქტის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, გიორგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფება.
ბრალდებულ მეგის ქარდავას წამებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მის წინააღმდეგ 2013 წლის მარტიდან საერთაშორისო ძებმაა გამოცხადებული.
დავით ახალაია ინტერპოლით 2012 წლის ბოლოდან იძებნება. მას დაუსწრებლად 3–დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.