საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წელს ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ბიზნესმენებს - თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ზურაბ მოდებაძეს იძულების წესით თელავში მდებარე ღვინის ქარხანა „აკურა“ დაათმობინეს.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო ქონების უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ საქართველოს იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური.

გამოძიებით დადგინდა შემდეგი ფაქტი: 2004 წელს ადეიშვილმა, რომელსაც იმ პერიოდში მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა და ვანო მერაბიშვილმა, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იყო, ბიზნესმენებს —  თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ზურაბ მოდებაძეს იძულების წესით თელავში მდებარე ღვინის ქარხანა „აკურა“ დაათმობინეს. 

 „მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს, 3 დეკემბერს გავრცელდა.

ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს გაიმართება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლითაა აღძრული, რომელიც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0