სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში - თბილისი კიევისგან ნაბიჯებს ელის

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოს ხელისუფლებისთის არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი საკითხია

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს არაერთხელ მიუმართავს უკრაინისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით, და ამ საკითხის გადაჭრა კიევზეა დამოკიდებული, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

სააკაშვილმა, რომელიც სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. მიმდინარე წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. საქართველომ უკრაინას მისი ექსტრადირების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა პოროშენკოს სასამართლოში მისვლა ვერ აიძულა

„ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენ შესაბამისი მოთხოვნით მივმართეთ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს და უკვე მათზეა დამოკიდებული რა სამართლებრივ პროცედურებს გაატარებენ“, — განაცხადა შოთაძემ.

მიმდინარე წლის იანვარში კიევში იმყოფებოდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლიცენკოს შეხვდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა განიხილეს ექსტრადირების საკითხები, თუმცა არ დაკონკრეტებულა, ვის ექსტრადირებაზე იყო საუბარი.

თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელები მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავდნენ. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კიევს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ქართული მედიასაშუალებები მაშინ დაინტერესდნენ, ხომ არ განიხილებოდა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი.

ეს ინფორმაცია თავად კობახიძემ უარყო და განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებისთვის ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი არააქტუალურია. ეს საკითხი სამართლებრივ კონტექსტში უნდა გადაწყდეს.


ყველა ახალი ამბავი
0