როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გვიკბინა

© Photo: Pixabayფუტკარი
ფუტკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის კბენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღების შესახებ რჩევებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ხატია წერეთელი - Sputnik საქართველო
ხატია წერეთელს ბზიკმა უკბინა – საშიში კრაზანები თბილისშიც გამოჩნდა?

„ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.

ექიმთან მიმართვამდე დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

- იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
სამურაი–კრაზანა: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა თუ ახალი საფრთხეები

- დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

- ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან

- დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად

- არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

- დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით

გიგანტური კრაზანა - Sputnik საქართველო
„კრაზანამ იმერეთში ორი ადამიანი იმსხვერლა, ბავშვებს სათამაშოდ გარეთ ვერ უშვებენ...“

- მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს", – ნათქვამია უწყების რეკომენდაციებში.

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა. შემთხვევა სოფელ ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რაიონში წელს კრაზანების რაოდენობამ განსაკუთრებულად მოიმატა.

ყველა ახალი ამბავი
0