მომღერალ ხატია წერეთელს კრაზანამ უკბინა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად მომღერალმა გაავრცელა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. ხატიას მეგობრები ამ ფაქტმა მხიარულ განწყობაზე დააყენა და ზოგიერთს ანეკდოტიც კი გაახსენდა. როგორც ჩანს, მომღერლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომღერალს ურჩევენ, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოს.
რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი კრაზანის კბენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ დაადასტურა. შემთხვევა სოფელ ბოსლევსა და ცხრაწყაროში მოხდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რაიონში წელს კრაზანების რაოდენობამ განსაკუთრებულად მოიმატა.