სამურაი–კრაზანა: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა თუ ახალი საფრთხეები

CC BY 2.0 / Mike Lewinski / On the light bulbაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებს შორის განიხილება ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოყენება.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების სპეციალისტები ჩაერთვებიან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისში 8 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, იუწყება ტელეარხი Imedi.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
„მოიზიდე და მოკალი" – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხერხი

უცხოელი მეცნიერები ქართველ კოლეგებთან ერთად აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც უნდა განიხილოს აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხი. აღნიშნული ჯგუფი მუშაობს სოფელ ანასეულში მდებარე ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. მათთან ერთად მუშაობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები.

პარალელურად მავნებლის წინააღმდეგ იგეგმება ქართული წარმოების ახალი ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენება, რომელიც უკვე რეგისტრირებულია ბაზარზე.

„დარეგისტრირდა პრეპარატი, რომელიც შეიძლება ფაროსანას წინააღმდეგ გამოვიყენოთ, თუმცა ამ პრეპარატის გამოყენებისას მონიტორინგია საჭირო. კერძოდ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ იმ დასახლებაში რამდენი ფაროსანაა გავრცელებული, სადაც ახალი პრეპარატი გამოიყენება", — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.

საქართველოში ფაროსანასთან საბრძოლველად ემზადებიან
Грузия готовится к борьбе с мраморным клопом - Sputnik საქართველო
საქართველოში ფაროსანასთან საბრძოლველად ემზადებიან

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში იგეგმება აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის სამურაი–კრაზანას შემოყვანა.

მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეშინებული იყო და სოციალურ ქსელში წერდა, რომ ურჩევნიათ ისინი აზიურ ფაროსანას გაუმკლავდნენ, ვიდრე სამურაი–კრაზანას, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ომი აზიურ ფაროსანასთან: მინისტრმა 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა

სააგენტოში აღნიშნეს, რომ არანაირი ცოცხალი ორგანიზმის შემოყვანა არ იგეგმება იმ დრომდე, ვიდრე გამოკვლეული არ იქნება მათი დადებითი ან უარყოფითი თვისებები, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ფაროსანაზე, ისე გარემოზე.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს გაჩნდა და მან სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების შემთხვევაში მათ შეუძლიათ გაანადგურონ ვაშლის, ატმის, ყურძნისა და თხილის მოსავლის 70%.

ყველა ახალი ამბავი
0