თბილისის ზოოპარკში მატებაა

გამოწერა
თბილისის ზოოპარკში ორი ნიამორი დაიბადა.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლებს კარგი ამბავი ელით – დაიბადა ორი პატარა ნიამორი, ნათქვამია ზოოპარკის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პატარა ნუკრები დარბიან, დაძვრებიან კლდეებზე და თამაშობენ.

„დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან“ – ზოოპარკში ზებრა დაიბადა >>

ზოოპარკის დირექცია მეორე წელია ნიამორების და კეთილშობილი ირმების კონსერვაციის პროგრამას ახორციელებს. მათ ამრავლებენ, რათა შემდგომში ბუნებრივ გარემოში დააბრუნონ და სახეობა გადაშენებას გადაარჩინონ.

სპილო გრანდი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო „გრანდი“ დოკუმენტური ფილმის გმირი გახდა

ამ სახეობის ცხოველთა „მრავალშვილიანი“ ოჯახების შენახვა საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა. ამიტომ თბილისის ზოოპარკი ყველა მსურველს ცხოველთა დასახმარებლად შემოწირულობების გაკეთებას სთავაზობს.

2018 წელს თბილისის ზოოპარკში სხვადასხვა ცხოველს ათი ახალშობილი გაუჩნდა. ყველაზე ნაყოფიერი ნიამორები აღმოჩნდნენ – მათ სამი ნუკრი ეყოლათ.

2015 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, როდესაც თბილისის ზოოპარკის ბინადართა თითქმის ნახევარი დაიღუპა, ზოოპარკის დახმარების სურვილი მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებმა გამოთქვეს. 2018 წელს ზოოპარკს 50 ცხოველი აჩუქეს.

ყველა ახალი ამბავი
0