„დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან“ – ზოოპარკში ზებრა დაიბადა

გამოწერა
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს.

თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა, ინფორმაცია თბილისის ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„დედა ცხელ ნიავს არ აკარებს და მონდომებით იცავს მამრი ზებრისგან, რომელიც მამობრივი მზრუნველობით არ გამოირჩევა. იმიტომ კი არა, რომ უგვანი მამა გამოდგა, უბრალოდ, მამრი ზებრები, ზოგადად, უგვანი მამები არიან და დიდად არ ანაღვლებთ შვილების ბედი“, – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0