მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო „გრანდი“ დოკუმენტური ფილმის გმირი გახდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსპილო გრანდი
სპილო გრანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპილო „გრანდი“ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მას ეშვის ამოღების ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბრიტანულმა ტელეარხმა BBC-მ ციკლის „ოპერაციები დიდ ცხოველებზე“ ერთ-ერთი სერია მიუძღვნა თბილისის ზოოპარკის ბინადარს, სპილოს სახელად „გრანდი“. მაყურებელი დოკუმენტურ ისტორიას 6 ივნისს ნახავს.

2018 წელს 23 წლის სპილოს მოტეხილი ეშვის ამოღების ოპერაცია ჩაუტარდა. მაშინ „გრანდმა“, რომლის ოპერაციას თვალს ადევნებდნენ ინტერნეტში, თბილისელები ანერვიულა და საბოლოოდ საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა.

სპილო გრანდის ოპერაცია თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
სპილომ გაიღვიძა - ოპერაციამ თბილისის ზოოპარკში წარმატებით ჩაიარა

ასეთი საინტერესო მოვლენა ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ტელეარხის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციას „გრანდის“ გადაღების თხოვნით. მას მიუძღვნეს ერთ-ერთი სერია ციკლისა „ოპერაციები დიდ ცხოველებზე“, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტერინარები ურთულეს ოპერაციებს.

„გრანდის“ ისტორია

ეშვის ამოღების ოპერაცია საკმაოდ რთული პროცედურაა. ერთი ეშვის ამოღებას რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო ამხელა ცხოველის ნარკოზის ქვეშ ყოფნა საკმაოდ სარისკოა. იყო შემთხვევები, როდესაც სპილო ნარკოზიდან ვერ გამოჰყავდათ და ცხოველი იღუპებოდა.

რთული ოპერაციის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ სპეციალისტები სამხრეთ აფრიკიდან – ქირურგი-სტომატოლოგი და ანესთეზიოლოგი. ოპერაცია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ჭრილობა კი ერთი წლის განმავლობაში ხორცდებოდა.

ექვსტონიანი „გრანდი“ თბილისში 2014 წლის ივნისში ჩამოიყვანეს. მაშინ თბილისისა და ერევნის ზოოპარკებმა ურთიერთგაცვლა გადაწყვიტეს – თბილისელ დედალ სპილოს „საქმრო" სჭირდებოდა და ამიტომ მისი ექვსი წლის შვილი „ბუნკა“ „გრანდის“ ნაცვლად ერევანში გაემგზავრა.

სად ვუყუროთ ფილმს „გრანდის“ შესახებ

დოკუმენტური ფილმის ეპიზოდი „გრანდის“ შესახებ BBC-ს არხზე გავა 6 ივნისს, ბრიტანული დროით 21:00 საათზე. უახლოეს დროს თბილისის ზოოპარკი კინოს თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით კი ვებ-გვერდზე გადის ეპიზოდის ერთწუთიანი ტრეილერი, რომელშიც არის ძალიან ემოციური კადრები იმ მომენტის, როდესაც „გრანდი“ ნარკოზის შემდეგ ფეხზე დგება.

ყველა ახალი ამბავი
0