სპილომ გაიღვიძა - ოპერაციამ თბილისის ზოოპარკში წარმატებით ჩაიარა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსპილო გრანდის ოპერაცია თბილისის ზოოპარკში
სპილო გრანდის ოპერაცია თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოოოპარკის დირექტორმა ნაოპერაციები სპილოს მდგომარეობაზე ისაუბრა

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში 23 წლის გრანდს წარმატებით ამოუღეს მეორე ეშვი. ის უკვე გამოვიდა ნარკოზიდან, აღნიშნულია ზოოპარკის Facebook-გვერდზე.

რთული ოპერაციის ჩასატარებლად დედაქალაქში სამხრეთ აფრიკიდან სპეციალისტები - ქირურგი სტომატოლოგი და ანესთეზიოლოგი ჩამოვიდნენ. პროცესი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ოპერაციამ ჩაიარა ბრწყინვალედ, გრანდი ფეხზეა. გახარებული ვართ. რეაბილიტაციას ორი დღე დასჭირდება, ამიტომ ქირურგები აქ დარჩებიან. ინფექციის კერა მოშორებულია. სპილო კარგ განწყობაზეა და უკვე თამაშის ხასიათზეა", - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

პროცესს აკვირდებოდნენ ჟურნალისტები, მათ შორის, BBC-ს გადამღები ჯგუფი. ბრიტანული ტელეარხი ამზადებს ახალ სერიალს დიდ ცხოველებზე ოპერაციების შესახებ (Big Animal Surgery), სადაც ასევე გრანდის ისტორიაზე ისაუბრებს.

თბილისში სპილო გრანდს ოპერაცია უტარდება>>

პირველი, გატეხილი ეშვი სპილოს ოთხი წლის წინ ამოუღეს. მაშინ სპილომ ძალიან ანერვიულა თბილისელები, რომლებიც ოპერაციას ინტერნეტის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს.

ერთი ეშვის ამოღებას რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო ასეთი დიდი ცხოველის დიდხანს ნარკოზის ქვეშ ყოფნა საკმაოდ სარისკოა, რადგან ნარკოზიდან მისი გამოყვანა შესაძლოა, გართულდეს.

ექვსტონიანი გრანდი თბილისში 2014 წლის ივნისში ჩამოიყვანეს. მაშინ თბილისისა და ერევნის ზოოპარკებმა ურთიერთგაცვლა გადაწყვიტეს - თბილისელ დედალ სპილოს „საქმრო" სჭირდებოდა, მისი ექვსი წლის შვილი ბუნკა კი გრანდის ნაცვლად ერევანში გაემგზავრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0