თუშეთში ავარიაში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ

გამოწერა
ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ ვრცელდება

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, იუწყება ქართული მედია.

დაშავებულთა ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
თუშეთში სატვირთო მანქანა ხევში მგზავრებიანად ჩავარდა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

მაშველები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების შესვლისთანავე გავიდნენ.

მაშველების გარდა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

თბილისიდან ადგილზე მაშველების დამატებითი ბრიგადები და ექიმები მიემართებიან.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა.

მაშველებმა რაჭაში ნორვეგიელი ტურისტები გადაარჩინეს >>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესაძლო დაშავებულთა რიცხვს არ ასახელებენ, თუმცა მედიის მონაცემებით მათი რაოდენობა 7-დან 12-მდეა. მიკროავტობუსის მგზავრების მოქალაქეობა დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0