15:21 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
მაშველებმა რაჭაში ნორვეგიელი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა რაჭაში ნორვეგიელი ტურისტები გადაარჩინეს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (843)
27010

ტურისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მაშველებმა რაჭაში ნორვეგიის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლასთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გზას ვეღარ აგრძელებდა.

„რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მაშველებმა ნორვეგიის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მეორე მხარეს საკუთარი სურვილით და მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება ორი პიროვნება და ორი ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტურისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (843)

მთავარი თემები