თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თუშეთის გზაზე ხევში სატვირთო მანქანა მგზავრებიანად გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მოხდა. „კამაზის“ ტიპის მანქანა დაახლოებით დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
წინასწარი მონაცემებით, სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.
ადგილზე სამედიცინო დახმარების და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.