მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაერთიანდება თუ არა საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ელექტროქსელები

© Sputnik / Alexander Imedashvili ელექტროქსელები
ელექტროქსელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სფეროში დიდ პროექტზე ისაუბრა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სომხეთის, რუსეთის, საქართველოსა და ირანის ელექტროქსელების გაერთიანება, სურვილის შემთხვევაში, 2-3 წელიწადშია შესაძლებელი, იუწყება „Sputnik-სომხეთი" სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

სომხეთმა, საქართველომ, რუსეთმა და ირანმა 2015 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ელექტროენერგიის მიმოცვლის მართვის დონის ამაღლება და ენერგოსისტემის უსაფრთხოება.

ელექტროქსელები - Sputnik საქართველო
საქართველო, რუსეთი და აზერბაიჯანი ენერგომიმოცვლის პირობებზე შეთანხმდნენ

ავინიანის განცხადებით, ამჟამად სომხური მხარე საქართველოსა და ირანთან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს აშენებს. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქსელების მუშაობის სინქრონიზაცია სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და ირანში.

მისი თქმით, ქსელების გაერთიანების მიზანია ერთი გლობალური ბაზრისა და გლობალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არსებობა.

„გვინდა ავაშენოთ სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ რუსეთთან სინქრონულად, ან სიხშირეების კონვერტირება მოვახდინოთ, რომ დაკავშირებული ვიყოთ ერთმანეთთან", – აღნიშნა ავინიანმა.

„კაპიტალიზმის ჯანსაღი სული“ სამხრეთ კავკასიაში ენერგოპროექტს ხელს შეუწყობს>>

უფრო ადრე ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი არ აპირებს ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმას და ამჟამად რუსეთთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0