თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბაქოში ჩატარდა ენერგეტიკული რგოლის „რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი“, ასევე სამ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადადინების დარეგულირების მექანიზმების განხილვა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა "Россети", "Интер РАО", „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და Azərenerji, იუწყება Sputnik — აზერბაიჯანი.
ასევე მხარეებმა განიხილეს „რუსეთ-საქართველოს“ და „რუსეთ-აზერბაიჯანის“ ჭრილებში ფაქტიური საათობრივი გადადინებებისა და გადახრების დადგენისა და დარეგულირების საკითხები.
ასევე კომპანიები შესთავაზებენ „რუსეთ-საქართველოს“, „რუსეთ-აზერბაიჯანის“ და „საქართველო-აზერბაჯანის“ ჭრილებში ფაქტიური საათობრივი გადადინებებისა და გადახრების დარეგულირების მიდგომებს. ეს საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას გრძელვადიანი შეთანხმებული გადაწყვეტილება ელექტრორგოლის შეკვრის მიზანშეწონილობასა და პირობების შესახებ.