რუსეთმა, საქართველომ, სომხეთმა და ირანმა ენერგეტიკის „საგზაო რუკას“ მოაწერეს ხელი

© АРКАელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ქვეყნის ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლებმა ჩრდილოეთი–სამხრეთის ენერგოდერეფნის პროექტი განიხილეს და ენერგეტიკის სფეროში მთელ რიგ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ და ირანმა ოთხი ქვეყნის ენერგოსისტემის ერთობლივი მუშაობის მოსამზადებელ „საგზაო რუკასა“ და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

დოკუმენტს ხელს აწერენ: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ლევონ იოლიანი, ირანის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა მარტში ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ორი ქვეყნის ელექტროქსელით დაკავშირების პროექტზე მუშაობდნენ. ივარაუდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზები სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაივლის.

გასული წლის დეკემბერში სომხეთმა, საქართველომ, ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის ნაკადების მართვის დონის ამაღლებას, ენერგოსისტემების უსაფრთხოებასა და საიმედოობას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები, რომლის მიზანია ჩრდილოეთი–სამხრეთის ელექტროენერგეტიკული დერეფნის შექმნა, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის ენერგოსისტემებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0