ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას?

© Sputnik / STRINGERთბილისი ზემოდან
თბილისი ზემოდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობის დონე შემცირდა და გასულ წელს, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. მაგრამ ციფრებს მიღმა არის სხვა რეალობა – უმუშევართა არმია იზრდება. რატომ?

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით ჩვენი დროების ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას, უმუშევრობას მინდა გამოვეხმაურო. დამეთანხმება მკითხველი, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ცალსახად გვიჩვენებს, რომ მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მთავარ გამოწვევად სწორედ სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელს სულ რაღაც 12,7 პროცენტს შეადგენდა. თუ ამ ოფიციალურ მონაცემს ვენდობით, გამოდის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ გასულ წელს დაფიქსირდა. ერთი სიტყვით, „საქსტატისა“ და კვლევითი ორგანიზაციების თვლის შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა. საინტერესოა, რატომ და რა არის რეალობას აცდენილი სურათის მიზეზი?

შსს-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა - Sputnik საქართველო
შსს 400-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

ექსპერტ-ანალიტიკოსები და სტატისტიკოსები დიდი ხანია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თვლის მეთოდოლოგიას უწუნებენ და „რიცხვებით თამაშზე“ მიანიშნებენ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე: „უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით უნდა ხდებოდეს, თუმცა ამჯერად უმუშევრობის დონის შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დონის შემცირებაა. კერძოდ, მარტო 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 12400-ით ნაკლები იყო. ასევე შემცირდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი ჩვენში მხოლოდ პროცენტულ ჭრილში არის გამოხატული, რაც, ბუნებრივია, სიმშვიდის საფუძველი ვერ გახდება. რეალობა ასეთია − გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, უმუშევრობის დონე იზრდება...“

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
მილიონები ინვესტიციებზე და ასობით სამუშაო ადგილი – ფოთის პორტის გეგმები

არადა, 2017 წლიდან „საქსტატმა“ უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე ახალი მეთოდოლოგიით გამოთვალა და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს დაეყრდნო. ამან კი უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი მცირედით გაზარდა. აქვე გახარებთ: 2020 წლიდან დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლები სრულიად ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშდება, სადაც თვითდასაქმებული ადამიანების კატეგორია აღარ იქნება გათვალისწინებული მთლიან დასაქმებულთა რაოდენობაში.

თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ მამულში, აწარმობენ პროდუქციას და მას იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. 2017 წლამდე სწორედ ეს კატეგორია ჭარბობდა მთლიან დასაქმებულებში, რის გამოც მეთოდოლოგია დიდი სანდოობით არ სარგებლობდა ექსპერტთა წრეებში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „პირობითად, პენსიონერი მიხა პაპა, რომელმაც გასულ კვირას საკუთარ ან სხვის ბოსტანში კიტრი დათესა, ითვლება დასაქმებულად. ასეთი კატეგორია კი დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს და მათზე მთლიანი შიდა პროდუქტის გამოშვების სულ 6.8 პროცენტი მოდის. ანუ დასაქმებულთა უდიდესი ნაწილის კონტრიბუცია მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში მინიმალურია...“

უმუშევრობის გამოთვლის ისტორიაში 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას.

© photo: courtesy of Samson Khoneliგანაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით
ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას? - Sputnik საქართველო
განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით

ეს ეკონომიკაში დადებით პროცესად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, საიდანაც კერძო სექტორის როლი დიდია.

საგულისხმოა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 0.7 პროცენტით შემცირდა. ეს გამოიწვია დროის ამავე პერიოდში სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობის 6 პროცენტით ზრდამ. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მოვლენა დადებითად ვერ შეფასდება...

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების საფუძველი პირველ რიგში უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, შესაბამისად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა. რაც შეეხება სამუშაო ძალიდან გასვლას, ეს პროცესი მაშინ ხდება, როცა ადამიანი სამუშაოს პოვნის იმედს კარგავს და საზღვარგარეთ მიდის სამუშაოს საძიებლად. მარტივი მოცემულობაა, რომ სამუშაო ადგილებს ეკონომიკა ქმნის. შესაბამისად, ქვეყანას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება, რაც, პირველ რიგში, ბიზნესისთვის ღია, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს...“

კიდევ ერთხელ გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს. უმუშევრობის დონე პროცენტულად ყველაზე დაბალი − 10.3 პროცენტი ორი საუკუნის მიჯნაზე, 2000 წელს იყო. ხოლო დასაქმების დონის მაჩვენებელი, 2003 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდში, პროცენტულად ყველაზე მაღალი − 57.4 პროცენტი 2015 წელს დაფიქსირდა.

© photo: courtesy of Samson Khoneliდასაქმების დონე პროცენტებში
ციფრებს აცდენილი რეალობა... ვინ როგორ ითვლის უმუშევრობას? - Sputnik საქართველო
დასაქმების დონე პროცენტებში

უმუშევრობის საკითხზე საუბრისას ურიგო არ იქნება, თუ ყურადღებას ჩვენში შრომისუნარიანი უმუშევრების განათლების დონეზეც გავამახვილებთ. დაინტერესებულ მკითხველს ეცოდინება, რომ ადამიანური განვითარების ინდექსის მოხსენების თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია უმაღლესი განათლების მქონე უმუშევართა რაოდენობის მიხედვით. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ განათლებული ადამიანების ინტელექტი გამოუყენებელია და დაკარგული. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების უმუშევრად ყოფნა მეტწილად ჩვენი განათლების სისტემის კრახზე მიუთითებს, რომელიც ვერ აწარმოებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ კვალიფიციურ კადრებს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკა და განათლების სისტემა დროსა და სივრცეში აცდენილი არიან...

 

ყველა ახალი ამბავი
0