საქართველოში წელს თხილის კარგ მოსავალს ელიან

© photo: courtesy of Samegrelo-Zemo Svaneti regionთხილის გადამამუშავებელი საწარმო სენაკში
თხილის გადამამუშავებელი საწარმო სენაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თხილის პლანტაციები 42 ათას ჰექტარს იკავებს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 2019 წელს თხილის უკეთესი მოსავლის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლაში ფერმერებს დახმარება გაუწია, განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
„მოიზიდე და გაანადგურე" – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილის კულტურების სათათბირო საბჭოს მეოთხე სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„თხილის კულტურა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს, ფერმერებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრომ ინტენსიური ღონისძიებები განახორციელა, რომ წელს თხილის უკეთესი მოსავალი, შესაბამისად, შემოსავალი გვქონოდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და ის ღონისძიებები, რომელიც მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად განხორციელდა.

„ბოლო პერიოდში, დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი ღონისძიებები განვახორციელოთ, რაც ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობა იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანას დათვლას იწყებენ

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს. საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე თხილის ფასზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია მოსავლის შენახვის პირობები იყოს დაცული.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თხილის მოსავლის გადარჩენა ასოციაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები პოზიტიურია, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა ტერიტორიების შეწამვლის ღონისძიებები ბოლომდე მიიყვანონ, რადგან თხილის მაღალი ხარისხი სწორად ამაზეა დამოკიდებული.

წელს „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულმა ფერმერებმა მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიან ფასად მიიღეს. მათ ასევე შესაწამლი აპარატები დაურიგდათ.

საქართველოში 1 აპრილიდან პესტიციდების რეალიზაცია შეუზღუდა. ქიმიკატების გაყიდვა მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ ოპერატორებს შეუძლიათ.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მოიცავს მასშტაბურ საკონსულტაციო სამუშაოებს, რაც დროული ღონისძიებების ჩასატარებლად მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას და თხილის მოსავლის დაზიანების თავიდან აცილებას ემსახურება.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად თერმულ ნისლს გამოიყენებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თხილის პლანტაციები 42 ათას ჰექტარს იკავებს. გასულ წელს მავნებელთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა კულტურა სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

2018 წელს სააგენტოს სპეციალისტებმა თხილის პლანტაციებზე მოსავლიანობის კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ქიმიურად დამუშავებულ ბაღებში თხილის 84% ვარგისიანია. აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 3% დააზიანა, ხოლო სოკოვანმა დაავადებებმა - 9%.

პრემიერი: ხელისუფლებას იმპორტჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გააჩნია >>

რაც შეეხება ქიმიურად დაუმუშავებელ ბაღებს, ის მოსავლის 8% შენარჩუნდა. აზიურმა ფაროსანამ მოსავლის 6% დააზიანა, ხოლო სოკოვანმა დაავადებებმა - 66%.

იმ ფერმერებმა, რომლებმაც ბაღების ქიმიური დამუშავებისას სპეციალისტების რჩევები არ გაითვალისწინეს, 22% ვარგისიანი მოსავალი მიიღეს. აზიურმა ფაროსანამ დააზიანა მოსავლის 6%, სოკოვანმა დაავადებებმა - 60%.

ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ თხილი გააფუჭა ისეთმა სოკოვანმა დაავადებებმა, როგორიცაა ფომოფსისი, კიბო, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი.

© Sputnik / Maria Tsimintiaაზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში
საქართველოში წელს თხილის კარგ მოსავალს ელიან - Sputnik საქართველო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0