04:16 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
მამუკა ბახტაძე

პრემიერი: ხელისუფლებას იმპორტჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გააჩნია

© photo : Mamuka Bakhtadze / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (19)
8510

მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების გეგმებით, იმპორტული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადგილობრივით უნდა ჩანაცვლდეს და საქართველო წარმატებული იმპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი: როდის გაიზრდება ცხოვრების დონე საქართველოში >>

„რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 900 მილიონი გვქონდა. დღევანდელი დღის მდგომარეობით, დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ ჩვენ სამჯერ შეგვემცირებინა ეს დეფიციტი. მე ღრმად მწამს, რომ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

ამასთან მან ისაუბრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

„შარშან ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიქნებოდით, რომ არა უდიდესი გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, თავიდან ამ მავნებელთან ეფექტური ბრძოლის გამოცდილება არავის არ ჰქონდა.

„ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენთან ერთად, ჩამოვყალიბდით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. იცით, რომ წელს ჩვენ 10 ჯერ გავზარდეთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

დავითაშვილი: საქართველო 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს >>

გაზაფხულის დადგომისთანავე აზიური ფაროსანა იღვიძებს და კვერცხდებას იწყებს.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. იმ წელს ამ მავნებელმა თხილისა და ციტრუსის მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

ყოველწლიურად ხელისუფლება ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ათობით მილიონ ლარს ხარჯავს.

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

2019 წელს მავნებელთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მთავრობამ 16,7 მილიონი დოლარი გამოყო.

სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხორციელდება სხვადასხვა პროექტები ამ დარგის კონკრეტული მიმართულებების დასაფინანსებლად, მათ შორის სასათბურე მეურნეობების, მრავალწლიანი კულტურების, მეცხოველეობისა და მევენახეობის განვითარების მიზნით.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (19)

მთავარი თემები