რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას და უვიზო რეჟიმს, თუ... წყარო პირობებს ასახელებს

© Sputnik / Alexander Imedashvili„აეროფლოტის“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული წყარო მასმედიასთან იმ პირობებს ასახელებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება და ასევე გადაიხედება ვიზების გაუქმების საკითხი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას საქართველოსთან და ასევე დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, წერს გამოცემა Коммерсантъ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

„ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუ საქართველოში ვითარება ნორმალიზდება, რუსოფობია შეწყდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, ავიამიმოსვლაზე საუბარი შესაძლებელი გახდება“, — განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ.

მისი თქმით, ამის შემდეგ „შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ფიქრიც“. 

ვლადიმირ პოზნერი - Sputnik საქართველო
„სიბინძურესაც აქვს საზღვარი“ - რას წერს პოზნერი გაბუნიაზე

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეწყდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვის შესახებ 21 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე.  

ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღო, როდესაც ქართული საზოგადოება ქვეყნის პარლამენტში დუმის დეპუტატის, მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ვიზიტით აღშფოთდა და საპროტესტო აქციები დაიწყო.

ფრენების აკრძალვის გარდა რუსეთის პრეზიდენტმა რეკომენდაცია მისცა ტუროპერატორებსა და აგენტებს, არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს

მოგვიანებით ამ ყველაფერს დაემატა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი მონოლოგი, რომლის ადრესატიც სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი გარდაცვლილი მშობლები იყვნენ.

ამ ფაქტმა კიდევ მეტად დაამძიმა ვითარება და რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე მთავრობას შესთავაზა, განეხილა საქართველოსთვის სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხი და წარედგინა შესაბამისი წინადადებები პრეზიდენტ პუტინისთვის.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს არ უჭერდა სანქციების დაწესების საკითხს „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“.

 

ყველა ახალი ამბავი
0