მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიის კანცლერი ოფიციალურ შეხვედრაზე კვლავ შეუძლოდ გახდა

© Sputnik / Levan Avlabreliანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გერმანიის ლიდერს სერიოზული დაავადება აწუხებს

თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ფინეთის პრემიერ-მინისტრ ანტი რინესთან შეხვედრისას ბერლინში კანკალმა აიტანა.

ანგელა მერკელი ისევ ცუდად გახდა - ვიდეო >>

მერკელი და რინე ფეხზე მდგომნი უსმენდნენ ჰიმნს, როდესაც კანცლერმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მერკელი ადგილიდან არ დაძრულა, ფინეთის მთავრობის მეთაურს კი მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. მოგვიანებით თავად მერკელმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თავს კარგად გრძნობდა და შეშფოთების მიზეზი არ არსებობდა.

ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა ერთი თვის განმავლობაში. ივნისში გერმანიის კანცლერმა თავი შეუძლოდ იგრძნო ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დახვედრის ცერემონიაზე. მოულოდნელად მას კანკალი აუვარდა და რამდენჯერმე  ხელების მდგომარეობაც შეიცვალა კანკალის შესაკავებლად.

„დიდი ოცეულის“ შეხვედრა ოსაკაში G20 - Sputnik საქართველო
G20-ის სამიტი ოსაკაში ოფიციალურად დაიწყო

პრესკონფერენციაზე მერკელმა აღნიშნა, რომ ცუდად გახდა გაუწყლოების გამო და დასძინა, რომ თავი უკეთ იგრძნო, როდესაც რამდენიმე ბოთლი წყალი დალია.

რამდენიმე დღის შემდეგ იგივე განმეორდა გერმანიის პრეზიდენტ ფრან-ვალტერ შტაინმაიერთან გამართული მიღების დროს. კანცლერს წყალი შესთავაზეს, მაგრამ მან  დალევა არ მოისურვა.

ჟურნალისტები საგონებელში ჩავარდნენ - რა ემართება მერკელს? ოფიციალურად კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა მედიკოსები, რომლებმაც მერკელის შეტევების ჩანაწერები ნახეს, არ გამორიცხავენ სერიოზულ დაავადებას. ვერსიების სახით განიხილება პარკინსონის დაავადება, სერიოზული სტრესი ან ფსიქოლოგიური პრობლემები.

ყველა ახალი ამბავი
0