მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

G20-ის სამიტი ოსაკაში ოფიციალურად დაიწყო

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში„დიდი ოცეულის“ შეხვედრა ოსაკაში G20
„დიდი ოცეულის“ შეხვედრა ოსაკაში G20 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი სამუშაო სხდომის წინ ტრადიციული ფოტოგადაღებების ცერემონია ოდნავ დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტები ორმხრივ შეხვედრაზე შეყოვნდნენ.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკაში G20-ის სამიტი ოფიციალურად დაიწყო.

პირველი სამუშაოს სხდომის წინ ტრადიციული ფოტოგადაღებების ცერემონია ოდნავ დაგვიანებით დაიწყო, ვინაიდან რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტები ორმხრივ შეხვედრაზე შეყოვნდნენ. 

G20 -ის მონაწილე სახელმწიფო მეთაურთა ერთობლივი ფოტო - Sputnik საქართველო
რას უნდა ელოდოს საქართველო G20 სამიტისგან

პროტოკოლის თანახმად, ფოტოგადაღებისას პირველი მწკრივის ცენტრში მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე იდგა, მის გვერდით მარჯვნივ — არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, სადაც წინა სამიტი გაიმართა, ხოლო მარცხნივ — საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი, სადაც 2020 წლის G20 ჩატარდება.

ლიდერთა სამეულს გვერდში ედგნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ოფიციალური ფოტოს გადაღების მოლოდინში ამერიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს მიესალმნენ. მათი შეხვედრა შაბათისთვისაა დანიშნული, რაც სამიტის ერთ-ერთ უმთავრეს ინტრიგას წარმოადგენს.  

დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერის გარდა, ასევე გამოელაპარაკა ვლადიმირ პუტინს, რომელთა შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

ფოტოგადაღებას ასევე ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საჯაროდ ორჯერ გახდა შეუძლოდ.

ყველა ახალი ამბავი
0