რას უნდა ელოდოს საქართველო G20 სამიტისგან

© Пресс-служба Президента РФ / გადასვლა მედიაბანკშიG20 -ის მონაწილე სახელმწიფო მეთაურთა ერთობლივი ფოტო
G20 -ის მონაწილე სახელმწიფო მეთაურთა ერთობლივი ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშინგტონი და მოსკოვი საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მუშაობას იწყებენ.

7-8 ივლისს, ორი დღის განმავლობაში გერმანია მსოფლიოს პოლიტიკური გადანაწილების ცენტრად კიდევ ერთხელ იქცა. ანტიგლობალისტების მიერ გამართულ აქციებზე 300-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, დაშავებულია 500-მდე პოლიციელი. თუმცა, რაც არ უნდა მოიმოქმედონ პროტესტის გამომხატველმა ევროპელებმა, მსოფლიო ლიდერების შეხვედრა და მათ მიერ დედამიწაზე არსებული კონფლიქტების განხილვა მაინც პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.

ბარიკადები ჰამბურგის ქუჩებში, რომლებიც G20 სამიტის წინააღმდეგ აღმართეს მომიტინგეებმა - Sputnik საქართველო
ცეცხლის ალში გახვეული ჰამბურგი: საპროტესტო აქციები G20 სამიტის წინააღმდეგ

G20 სამიტის მთავარი ინტრიგა მაინც ორი უდიდესი სახელმწიფოს — აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა იყო. ექსპერტები ელოდებოდნენ, რომ ამ შეხვედრაზე, სადაც ორი საკმაოდ დაპირისპირებული ზესახელმწიფოს ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს, სირიისა და უკრაინის კონფლიქტები, ასევე ტერორიზმისა და „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხები იქნებოდა მწვავედ დასმული. 

შეხვედრა დაგეგმილ რეგლამენტზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა, დაახლოებით 2 საათი და 16 წუთი. განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის, სირია უკრაინა, ტერორიზმი და კიბერუსაფრთხოება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თქმით, ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე ჰკითხა 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ, პუტინი კი ყველაფერს უარყოფდა.

პარალელურად შაბათს, დილით სამუშაო საუზმის ფორმატში პუტინს უკრაინის საკითხზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც ესაუბრნენ. უკრაინის საკითხთან მიმართებაში რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მუშაობენ.

ბარიკადები ჰამბურგის ქუჩებში, რომლებიც G20 სამიტის წინააღმდეგ აღმართეს მომიტინგეებმა - Sputnik საქართველო
ცეცხლის ალში გახვეული ჰამბურგი: საპროტესტო აქციები G20 სამიტის წინააღმდეგ

ექსპერტები თვლიან, რომ როგორი თბილი შეხვედრაც არ უნდა ჰქონოდათ ტრამპსა და პუტინს, ეს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას ვერ შეარბილებს. თუმცა ამ შეხვედრებზე ვლადიმირ პუტინი გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რადგან დონალდ ტრამპს თავადაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს აშშ-ში. ტრამპისა და პუტინის მეგობრული საუბრის ფონზე აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა უახლოეს ხანში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმებას ცდილობენ. ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ამ ინიციატივას ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ გვსურს პრეზიდენტ ტრამპს საშუალება მივცეთ, უფრო მტკიცედ იმოქმედოს რუსეთთან მიმართებაში და რუსეთს გააგებინოს, რომ სანქციები გამოყენებული იქნება, თუ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას“, — განაცხადა სენატორმა კარდინმა.

 

მსოფლიოს მოლოდინი შეხვედრის დაძაბულობის შესახებ არ დადასტურდა. ტრამპმა და პუტინმა, რომლებმაც პირველად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, დაგეგმილზე უფრო დიდხანს და მეგობრულად ისაუბრეს. ჯერჯერობით ერთობლივი ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა ქართველი ექსპერტები ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის დაყენებას არც ელოდნენ და არცთუ ისე დიდი პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ.

ახალი პარტიის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე თვლის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე რომ საქართველოს საკითხი არ დგას, საქართველოს ხელისუფლების ბრალია. „ტრამპი რატომ ისაუბრებდა საქართველოზე მაშინ, როცა თავად საქართველოს ხელისუფლება გაგებით ხვდება რუსულ ოკუპაციას და არ ცდილობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგში იყოს. ამიტომ არც მსოფლიო თანამეგობრობისგან უნდა ველოდოთ დიდ აქტიურობას. მსოფლიოს ისედაც ბევრი პრობლემები აქვს“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადასაწყვეტად საჭიროა პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ რუსეთთან და ამ მხრივ არსებობს რესურსი, რომ შუამავლად ორი დიდი სახელმწიფო განვიხილოთ, რომლებიც არ არის ევროპაში, თუმცა მათ სანიკიძე ჯერჯერობით არ ასახელებს. „რაც შეეხება დიდი ოცეულის შეხვედრას, მე, ისევე, როგორც სხვა ქართველ პოლიტიკოსებს, ჯერჯერობით არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რა საკითხები იყო ამ დახურულ შეხვედრებზე განხილული, თუმცა არა მგონია, საქართველო ყოფილიყო განხილვის თემა, რადგან გაცილებით მწვავედ დგას დღეს მსოფლიოში ტერორიზმისა და იმ სახელმწიფოების საკითხი, სადაც ამ წუთებშიც კი სისხლისღვრაა გაჩაღებული“, — ამბობს გუბაზ სანიკიძე. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს პრობლემატიკაც ყოფილიყო ნახსენები. 

ექსპერტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი, რადგან დღეს ჩვენთან შედარებით სტაბილური სიტუაციაა, ასეთ დიდ შეხვედრებზე არ განიხილება, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს. „როგორც ჩანს, დასავლელი ლიდერები თვლიან, რომ საქართველოს შეუძლია თავადაც მოაგვაროს საკუთარი პრობლემები და აწარმოოს უშუალო დიალოგი. ანუ ეს ნიშნავს ნდობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მეორეს მხრივ, ეს ასევე შეიძლება იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინერტულობის ბრალი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ გაეროში უკრაინის საკითხის განხილვისას არ უხსენებიათ საქართველო და ეს იყო ჩვენი შესაბამისი სამსახურების მუშაობის, უფრო სწორედ, არაეფექტურობის შედეგი“, — აცხადებს გამზარდია.

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Президент РФ Владимир Путин и президент США Дональд Трамп - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ექსპერტი ლაშა ტუღუში კი თვლის, რომ დასავლეთი საქართველოს მუდმივად უჭერს მხარს და არ შეიძლება ერთი შეხვედრით განისაზღვროს რაიმე. „დღეს საქართველოში კონფლიქტები, საბედნიეროდ, არაა ცხელ ფაზაში. 2008 წელს ჩვენ დავინახეთ, რომ როცა საქართველოს უჭირდა, მთელი ევროპა და ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი დადგა ჩვენ გვერდით. ასე რომ, რადგან განცხადებები არ გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არაფერს ნიშნავს. დასავლეთი ჩვენ სწორედ იმით გვეხმარება, რომ აძლიერებს დემოკრატიას საქართველოში და ამით გამოხატავს საქართველოს მიმართ თავის დამოკიდებულებას“, — აცხადებს ლაშა ტუღუში. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმაც ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის თემა გამოყო. მან თქვა, რომ სწორედ ამ თემებზე ესაუბრა პუტინს. „ევროკომისიას სურს დიალოგი. ჩვენ გვსურს სამუშაოს გაგრძელება, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უფრო აქტიურად შეიძლება ურთიერთობების განვითარება და კონტაქტების გაფართოება ევროკომისიასა და ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირის ფარგლებში.

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის დონალდ ტრამპი ლიდერთა სამიტზე საუბრის დროს
Президент РФ Владимир Путин и президент США Дональд Трамп во время беседы на полях саммита лидеров Группы двадцати G20 в Гамбурге - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის დონალდ ტრამპი ლიდერთა სამიტზე საუბრის დროს

საქართველო კი ამ ფონზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის თბილისში ვიზიტს სულ მალე, თვის ბოლოს ელოდება. ბუნებრივია, შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა, რომლებიც საკმაოდ დაგროვდა, ის ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალურ პოზიციას გააცნობს საქართველოს მთავრობას. 

ასე რომ, ჰამბურგის შეხვედრამ შესაძლოა მაინც პოზიტიური გავლენა მოახდინოს ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობებზე. თუ როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, ამას სულ რაღაც ორიოდე კვირაში შევიტყობთ. თუმცა ექსპერტი ლაშა ტუღუში თვლის, რომ გარკვეულ მინიშნებებს და შენიშვნებს ამერიკის ადმინისტრაციისგან საკონსტიტუციო პროცესთან და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე აუცილებლად მივიღებთ.


ყველა ახალი ამბავი
0