ბოლო ინციდენტი დღეს დაფიქსირდა, როდესაც ანგელა მერკელი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიის კანცლერის ცუდად ყოფნა მისმა ასისტენტმაც შენიშნა და წყალი შესთავაზა, რაზეც მერკელმა უარი განაცხადა.
აღნიშნული ფაქტის გამო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ანგელა მერკელის ჯანმრთელობა უარესდება.