შეკვეთილში მოშიმშილეებს კარავი დაუნგრიეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliშიმშილობა პარლამენტის წინ
შიმშილობა პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოშიმშილეები შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რატომ არ გადადგება გიორგი გახარია >>

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ახალგაზრდების ჯგუფმა კარავი დაუნგრია.

ინციდენტის შემდეგ, დაშლილი კარავი მოშიმშილეებმა ისევ გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

„დავრჩებით აქ იქამდე, ვიდრე ეს მახინჯი სისტემა არ ჩამოიშლება და არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენჯერაც მოვლენ და დაგვიშლიან კარავს, იმდენჯერ ავაწყობთ“, – განაცხადა მოშიმშილე მარად შავაძემ.

პროტესტის მე-17 დღე - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებით, ეს ადამიანები აქციაზე ხელისუფლებამ მიაგზავნა და ისინი მათი სცენარით მოქმედებენ. თვითონ ახალგაზრდები კი ირწმუნებოდნენ, რომ არცერთ პარტიას არ წარმოადგენდნენ. 

შეკვეთილში, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მე-16 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მათ კარავი აქვთ გაშლილი. ამის პარალელურად, იმართება აქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

ფოტოგამოფენა საპროტესტო აქციაზე: როგორ ჩაიარა 21−ე დღემ >>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. პოლიციამ 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. რუსთაველის გამზირზე, თბილისში, პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი. რამდენიმე ადამიანი შიმშილობს.

ყველა ახალი ამბავი
0