იაპონელი მხატვარი ქალის - კოშუს გამოფენა სიღნაღში გაიხსნება

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სიყვარულის ქალაქად შერაცხული სიღნაღის სტუმრები და მასპინძლები იაპონელი ოსტატის ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებენ

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. იაპონელი მხატვრის, კოშუს კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ექო“, 4 ივლისს სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

სალომე კორკოტაშვილმა ინტერნეტ-გამოკითხვაში გაიმარჯვა და ესპანეთში ფესტივალზე იმღერებს >>

კოშუს გამოფენის ორგანიზატორები თბილისში - საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში იაპონიის საელჩო არიან, მხარდამჭერი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ექსპოზიცია 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საკურა - Sputnik საქართველო
თბილისი იაპონური და ქართული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

კოშუ - ნამდვილი სახელი აკემი ლუკასი - იაპონიის პატარა ქალაქ მიტოში დაიბადა. კალიგრაფიის შესწავლა რვა წლის ასაკიდან დაიწყო.

მხატვრის კალიგრაფიული სტილი ეფუძნება იაპონურ ტრადიციებს, წარმოადგენს სიძველისა და თანამედროვეობის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, წარსულისა და მომავლის ნაზავს. კოშუ სხვადასხვა არტპროექტზე მუშაობს და ხშირად მართავს გამოფენებს, წარმოდგენებს, ვორქშოპებს.

კოშუ საქართველოს სტუმრობდა საჯარო ლექციების - „ტოკუგავა და ოსტატები“ - ფარგლებში, რომელსაც 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობდა.

„კოშუ მიიჩნევს, რომ სიღნაღში პირველმა სტუმრობამ მისი გული სიყვარულით აავსო და მის ფუნჯს რამდენიმე ნამუშევარი შესძინა. კალიგრაფიის ოსტატის თქმით, ბევრს ფიქრობდა, როგორ აესახა სიყვარული ფუნჯის თითოეულ მონასმში: „იქნებ, მათ გადმოსცენ ამ ყველაფრის ექო ადამიანებში და შეეხმიანონ მომავალს“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ახლა იაპონელი მხატვარი კოშუ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, სადაც ორ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს: მსოფლიოს რაგბის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში. გარდა ამისა, იგი არის ავტორი ხელოვნების წიგნისა „სიყვარული და ოცნება“.

ყველა ახალი ამბავი
0