თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ცნობილი იაპონელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები სამხატვრო გალერეა Akhundov House-ში მუსიკალურ საღამოზე 5 აპრილს გაჟღერდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სცენაზე წარდგებიან ქართულ-იაპონური სიმებიანი კვარტეტი გიორგი ბაბუაძის (პირველი ვიოლინო), კენჯი ტომონაგას (მეორე ვიოლინო), ნოზომი ოეს (ალტი) და გიორგი იმანოვის (ვიოლონჩელო) შემადგენლობით.
კონცერტზე გაჟღერდება აკირა ნაკადას, იოკო კანოს, შიგერუ ვატანაბესა და სხვა იაპონელი მუსიკოსების მუსიკა.
ქართველი ავტორებიდან კი საღამოს პროგრამაშია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.