აქციის მონაწილეები მოპედებზე გადასხდნენ: მსვლელობა სანახაობრივი იყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliმომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე
მომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილს საჩუქრით „მიაკითხეს“ და ყვითელი ბარათი უჩვენეს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საპროტესტო აქციის მერვე დღე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით დასრულდა.

გახარია: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა >>

რუსთაველის გამზირიდან მსვლელობას წინ მოპედები გაუძღვნენ. მმართველი პარტიის ლიდერთან ისინი საჩუქრით და ერთადერთი მოთხოვნით გაემართნენ - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. მათი თქმით, მან 21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე
აქციის მონაწილეები მოპედებზე გადასხდნენ: მსვლელობა სანახაობრივი იყო - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე

„ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან არ მივალთ ხელცარიელი. როგორც იცით, მას უყვარს თანამედროვე ხელოვნება, ამიტომ გვინდა გადავცეთ მას ახალგაზრდა მხატვარი გოგოს სალომეს ნახატი, როგორც სიმბოლო, რომ გახარია უნდა გადადგეს“, - განაცხადა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოუმენმა მიშა მშვილდაძემ.

სურათზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც მიდის შორს და ნახატს აქვს წარწერა: „სხვა გზა არ არის“.

მომიტინგეებს, რომლებიც სკანდირებდნენ „საქართველო“ და „წადი“, ხელში ეჭირათ ეს სურათი, ასევე საქართველოს დროშები და დიდი ბანერი „გახარია, წადი“.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე
აქციის მონაწილეები მოპედებზე გადასხდნენ: მსვლელობა სანახაობრივი იყო - Sputnik საქართველო
მომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა მოაწყვეს. პროტესტის მერვე დღე

რეზიდენციასთან მისულებმა მათ ასწიეს ყვითელი ბარათები და ამით ივანიშვილს „ხალხისგან გაფრთხილება“ მიუტანეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliყვითელი ბარათი. პროტესტის მერვე დღე
აქციის მონაწილეები მოპედებზე გადასხდნენ: მსვლელობა სანახაობრივი იყო - Sputnik საქართველო
ყვითელი ბარათი. პროტესტის მერვე დღე

აქციაზე მუსიკაც ისმოდა. მომიტინგეებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

მამუკა ბახტაძე: „სამწუხაროდ, ფეხი დაგვიცდა“ >>

დღეს რუსთაველზე გუშინდელთან შედარებით ნაკლები ხალხი იყო, მაგრამ მსვლელობის დაწყებისთანავე მათ გზად გამვლელები შეუერთდნენ. ივანიშვილის რეზიდენციამდე დაახლოებით 2000 ადამიანი მივიდა.

გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას >>

ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა წითელი ლენტი, რომლითაც ერთი თვალია ახვეული. ეს არის იმ ორი ადამიანის სიმბოლო, რომლებმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგეს - მათ თვალში რეზინის ტყვია მოხვდათ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliწითელი სახვევების ღამე - საპროტესტო აქცია პარლამენტთან
აქციის მონაწილეები მოპედებზე გადასხდნენ: მსვლელობა სანახაობრივი იყო - Sputnik საქართველო
წითელი სახვევების ღამე - საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„ჩემთვის გადადგომა პრობლემა არაა“, - განაცხადა გახარიამ დაშლის შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო ინტერვიუში. მინისტრის თქმით, მას „კონკრეტული ამოცანები“ აქვს შესასრულებელი. ის მაშინ აპირებს წასვლას, როდესაც თავისი გუნდისთვის ზიანის მომტანი ფაქტორი გახდება.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სასამართლომ აქციაზე დაკავებული 51 პირი გაათავისუფლა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება.

ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ. ათი პირი დროებით თანამდებობას ჩამოაშორეს.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი >>

იმ მოვლენების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები.

ყველა ახალი ამბავი
0