გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას
ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე ის დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვები დასახელდა, რომლებიც ნიკა მელიას დაუწესდა. 

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დღეს გამართულ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკაყოფილა და  პარლამენტის დეპუტატ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე ის დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვები დასახელდა, რომლებიც ნიკა მელიას დაუწესდა. 

კერძოდ, მას ეკრძალება:

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; 
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • გარდა ამისა, სასამართლომ ნიკა მელია დაავალდებულა, ჩააბაროს პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები საგამოძიებო ორგანოებს.

აღსანიშნავია, რომ  პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებით, გირაოს პირობები შესრულებული იქნება.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელია: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, შეეშინდათ

„სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ რეალურად მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო გაზრდილი ოდენობით (30 ათასი ლარი). ამავდროულად, სასამართლომ გამოიყენა დამატებითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ ამ ვალდებულებების დაკისრებით შესრულებული იქნება აღკვეთის ღონისძიების — გირაოს პირობები და შესაბამისად... სრულად იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების ყველა მიზანი“, — აღინიშნა ბრიფინგზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარე  ნიკა მელიასთვის 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ: გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 25 ივნისს წაუყენა ბრალი, ხოლო 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0