„თავისუფლების მარში“ შაბათს დაინიშნა – ოპოზიცია მხარდაჭერას რეგიონებიდან ელოდება

გამოწერა
მსვლელობას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. შაბათ საღამოს თბილისში მრავალათასიანი მასობრივი მსვლელობა იგეგმება – ასე აპირებენ მიტინგების ორგანიზატორები საპროტესტო აქციების მეათე დღის აღნიშვნას.

მომიტინგეთა მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ისინი მას აქციის დარბევის დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

აქცია - Sputnik საქართველო
„გახარია, წადი!“ - საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგებისგან განსხვავებით, სადაც შეკრებილთა ძირითადი ნაწილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებული ახალგაზრდობაა, მოსალოდნელია, რომ „თავისუფლების მარშს“ ოპოზიციონეტი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მივლენ და შემდეგ პარლამენტის შენობასთან გაჩერდებიან.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შაბათის აქცია მასშტაბური იქნება, რადგან მასში მონაწილეობას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები მიიღებენ.

„არ შემოვუშვებთ“ - გახარია გავრილოვის შესაძლო დაბრუნების შესახებ>>

პარასკევს მიტინგზე ბევრი მონაწილე არ ყოფილა. აქცია ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა, ვინც მივიდა, პარლამენტის წინ რამდენიმე საათი გაატარა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: თავი შეიკავეთ კონტრაქციისგან

ამჟამად აქციაზე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩა – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. აქციის დაშლის დროს დაკავებული პატიმრობაში მხოლოდ სამი ადამიანი რჩება. ამგვარად მომიტინგეთა მოთხოვნების უმრავლესობა შესრულდა.

თავად გახარიას განცხადებით, პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობას. ასევე, ქვეყნის პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებების თანახმად, ხელისუფლება გახარიას გადადგომის საკითხს არ განიხილავს, პირიქით, მას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის, მადლობა გადაუხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0