რომელმა დეპუტატებმა არ მისცეს ხმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

© Sputnik / Shota Nozadzeნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცა საპარლამენტო უმრავლესობის ორმა დეპუტატმა - რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს >>

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნიკანორ  მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თბილისში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე არეულობის ორგანიზება. აღნიშნულ დადგენილებას მხარი დაუჭირა 150–დან 91–მა დეპუტატმა.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძე: ფეხქვეშ გათელეს საპარლამენტო ინსტიტუცია

რომან  კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.  

კენჭისყრის შემდეგ გასაჯაროებული სიის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამაც არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა, დეპუტატმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომ მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში და ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

ასევე გასაჯაროებულ სიაში ჩანს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ მირიან წიკლაურს. თუმცა, მისი განცხადებითაც, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის შედეგში არ აისახა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს  მელიას მიმართ, 20-21 ივნისს  პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 25 ივნისს გენერალურმა  პროკურორმა პარლამენტს მიმართა, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

მარიამ ჯაში - Sputnik საქართველო
რატომ არ მისცა მარიამ ჯაშმა ხმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით).

„ქართულ ოცნებას“  ოთხი დეპუტატი ტოვებს?! >>

დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

ყველა ახალი ამბავი
0