მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილის რეჟიმს მცდელობა აქვს ჩამოყალიბდეს ძალადობრივ დიქტატურად“ 

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში>>>

20 ივნისს, თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. 

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
„ჰიუმან რაითს ვოტჩი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დაშალა.

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დღეს, 19:00 საათზე  დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გავიდნენ და ხმა აიმაღლონ უსამართლობის წინააღმდეგ.

„მე გთხოვთ რომ გადავდოთ ყველამ ჩვენი საქმეები და  შევუერთდეთ საღამოს თბილისში დაგეგმილ აქციას, რომლის მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობის მოშორება, ივანიშვილის ჩამოშორება და მისი მარწუხების ჩამოშორება ქართველი ხალხის ბედის განკარგვისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ გადაამეტა უფლებამოსილებას  და აქვს მცდელობა „ჩამოყალიბდეს ძალადობრივ დიქტატურად“.

„ახლა ხალხის რაოდენობაა გადამწყვეტი, ივანიშვილის რეჟიმმა  გადააბიჯა ბოლო ზღვარს და  მცდელობა აქვს ჩამოყალიბდეს უბრალოდ ძალადობრივ დიქტატურად და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ საქართველოს და ჩვენი შვილების მომავლიდან გამომდინარე“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის საკითხი - „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ

ამასთან, საქართველოს ექს–პრეზიდენტი აქტიურობას და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ქართველ ემიგრანტებს.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცველია.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას, რამდენიმე მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0