შსს იძიებს: „მოლოტოვის კოქტეილები" და გამოკითხვაზე დაბარებული პარტიების ლიდერები

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
შსს ღამის არეულობის მიზეზებს იძიებს

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. შსს–მ ე. წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე, წუხელ ღამით პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში, ერთი პირი დააკავა. ასევე, გამოკითხვაზე არიან დაბარებულები რამდენიმე პარტიის ლიდერები. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

პარლამენტთან პოლიციის ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა - ვიდეო აქციიდან>>

სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ. მუხიანის ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია 12 ბოთლი „მოლოტოვის კოქტეილი“ და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები, განაცხადა ჭელიძემ.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შსს: პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ამასთან, საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა  „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო მალე დაიბარებენ ასევე დეპუტატს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკანორ მელიასა და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, გიორგი უგულავას.

„ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა“, – განაცხადა ჭელიძემ.

სტუდენტებმა აქციაზე კონტროლი აიღეს და გახარიას 3 საათიანი ვადა მისცეს>>

საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება. დაკავებულია 300–ზე მეტი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0