შსს: პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მიზნით, პოლიციამ, მიმდინარე საფრთხეების პროპორციულად, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 102 პაციენტი რჩება. დაკავებულია 300–ზე მეტი ადამიანი.

„ქართული ოცნება“: გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება>>

ბორცვაძის თქმით, აქცია თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადა.

„მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების - ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად, ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს... არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას... აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა“, – განაცხადა ბორცვაძემ.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„ყველა დაისჯება“ – შსს–მ არეულობების ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმე აღძრა

აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მიზნით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი, ამასთან, ეს საშუალებები გამოიყენეს თანმიმდევრულად, მიმდინარე საფრთხეების პროპორციულად, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მიუხედავად ამისა, ბორცვაძის თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი განაგრძობდა აგრესიულ და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს. მათ გაანადგურეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომობილები, სხვადასხვა კერძო საკუთრების ობიექტები.

კალაძე: პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა>>

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0