გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები...

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის წინ დაძაბული ვითარებაა

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტზე, ამას ექნება შესაბამისი რეაგირება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაშაში.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. 

„ის, რაც საქართველოს პარლამენტთან ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია, რა თქმა უნდა მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, ზოგ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანიც, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, მოწოდება ასეთი შეტევის როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს და  თავდასხმა პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმა ფაქტობრივად, პარლამენტზე. რა თქმა უნდა, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ამას ექნება შესაბამისი შეფასება და, რა თქმა უნდა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიციას მიმართა

გიორგი გახარიას თქმით, პოლიცია ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები და პოლიციას უნდა მიეცეს ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულების საშუალება.

რაც შეეხება რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს და კერძოდ დეპუტატ გავრილოვს, გიორგი გახარიას თქმით, ამ ჯგუფიდან შსს–მ ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაში არ ყოფილან.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის გადადგომას, გახარიამ განაცხადა რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ის, რაც აქ ხდება პოლიტიკური მოტივით მხოლოდ და მხოლოდ, ნიშნავს, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. ვინ გადადგება, ვინ დარჩება ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე გადადგომის მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა გავრილოვმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პარლამენტში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„სამწუხაროდ, რადიკალების ჯგუფის მოქმედებების გამო, რომლებიც ცრუ ამბებს ავრცელებენ, პარლამენტში ღონისძიება ჩაიშალა. მაგრამ ჩვენ მოვძებნით ადგილს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი სხდომა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის საბაბი გახდა ცრუ ინფორმაცია, „ფეიკ-ნიუსი“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია“, - განაცხადა მან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0