კახა კალაძე: რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წუთებში ვითარება პარლამენტის წინ უკიდურესად დაძაბულია

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა,- განცხადება ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ქმედების უნებლიე მსხვერპლი. კალაძის თქმით, პოლიცია იმოქმედებს მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კანონის დასაცავად.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მანამდე მსგავსი განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი უწოდა და მოუწოდა აქციის მონაწილეებს დამორჩილდნენ სამართალდამცველებს.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0