„ეს იყო თავდასხმა“ – ცნობილი გახდა სტამბულში ქართველებსა და რუსებს შორის სროლის დეტალები

© photo: AFP 2020 / BULENT KILICსასწრაფო დახმარება სტამბოლში
სასწრაფო დახმარება სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოიყენეს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღი.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე სტამბულში ფოსტის შენობაში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შევარდა, შემდეგ კი მათ რუსეთის მოქალაქეებთან სისხლიანი დაპირისპირება მოუხდათ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დაპირისპირება სტამბულში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის – არის მსხვერპლი >>

იარაღი მამაკაცის ხელში - Sputnik საქართველო
სროლა სკოლის სიახლოვეს: სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

რუსეთის მოქალაქეებმა შენობაში შევარდნილ საქართველოს მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გახსნეს. შედეგად 56 წლის თენგიზ ფხაკაძემ თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუსეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა.

საქართველოს დანარჩენმა ორმა მოქალაქემ ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ზოგიერთი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება რუსეთის მოქალაქის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

„ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, ეს იყო საფოსტო გზავნილების ოფისი, სადაც სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, მოსთხოვეს იქ მყოფებს დაწოლა, დიდი ალბათობით, ეს იყო ძარცვის მიზნით, თუმცა არ არის გამორიცხული კრიმინალური გარჩევა. ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან დაადასტურა, რომ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ერთი მოქალაქე.

საქართველოს კონსული თურქეთის სამართალდამცველ ორგანოებთან მუდმივ კავშირზე იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0