თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. იაპონიაში უცნობი მამაკაცი ჯერ პოლიციელს დაესხა თავს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია NHK.
都会=治安悪い 地方=安全なんていまだに思っている人は、現実を見た方がいい。現代日本の危険地帯はどう考えても地方。地方は日本のふりをしたテキサスだと思った方がいい 富山発砲事件 警察官1人死亡2人重体 | NHKニュース https://t.co/a6luDq2I4l
— ボンにい (@bonchacchanga) June 26, 2018
ინციდენტი ქალაქ ტოიამაში მოხდა, ტოკიოდან 300 კმ-ის დაშორებით. თავდამსხმელმა ჯერ პოლიციელი დაჭრა დანით, შემდეგ კი იარაღი აართვა და მისი პისტოლეტიდან გახსნა ცეცხლი ახლომდებარე სკოლის მიმართულებით. დაიჭრა სკოლის დაცვის წევრი და შემთხვევითი გამვლელი.
მამაკაცი დაკავებულია. სამივე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არის გადაყვანილი. ამ დროისათვის დგინდება თავდასხმის მიზეზები.