თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებმა სტამბულში სროლა მოაწყვეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-ზე დაყრდნობით.
დაღუპული არიან რუსეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოიყენეს როგორც ცივი, ისე ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს კონსულს კავშირი აქვს თურქეთის სამართალდამცველ ორგანოებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მომხდარის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ ავრცელებს.