რა საკვები უწყობს ხელს ბავშვებში გონებრივ განვითარებას: ექიმ-ნუტრიციოლოგის რჩევები

CC BY 2.0 / Cody / Eatingპატარა ბავშვის კვების პროცესი
პატარა ბავშვის კვების პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწორად შერჩეული საკვები, ულუფის რაოდენობა და კვების რეჟიმი უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის.

რომელი საკვები პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების განსამტკიცებლად, როგორ უნდა იკვებოს ბავშვი, რომ საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები მიიღოს, ამის შესახებ ექიმ-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს გადაცემაში „პირადი ექიმი“.

© photo: Interesting people / FBმარი მალაზონია
რა საკვები უწყობს ხელს ბავშვებში გონებრივ განვითარებას: ექიმ-ნუტრიციოლოგის რჩევები - Sputnik საქართველო
მარი მალაზონია

ყველა საკვებს თავისი დატვირთვა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ ყველა საკვები წამალია და ყველა წამალი – საკვები. მე თავს უფლებას მივცემ და საუბარს დავიწყებ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევით, რომელიც შემდეგ დადასტურდა არაერთი პატარ-პატარა კვლევით. დიდ ბრიტანეთში ჩატარდა ასეთი კვლევა. როგორც წესი, ძალიან დიდი სირთულეა, კვლევის დროს ჩართონ ხოლმე მთელი პოპულაცია. თუმცა მათ ეს მოახერხეს და ბავშვების შემთხვევაში ჩაატარეს პოპულაციური კვლევა. ეს ბაშვები შეაფასეს 3-დან 7 წლის ასაკში. რვა-ნახევარი წლის ასაკში იყო ბოლო შეფასება. რაში მდგომარეობდა ეს შეფასება? მათ დაიწყეს ბავშვის კვების მოდელის შესწავლა. მაგალითად, როგორ იკვებებოდა კონკრეტული ბავშვი სამი წლის ასაკში. სამწუხაროდ, კვლევის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მათ უფრო ადრე ვერ შეძლეს დიფერენცირება, რადგან ოჯახური განწყობა განსხვავებული იყო, ბავშვები შერეულ კვებაზე იყვნენ და ცოტა გაუჭირდათ გადანაწილება, სად იყო გადამწყვეტი ფაქტორი. სამი წლიდან ზუსტად აღნუსხეს – როგორი ტიპის კვების მოდელზე იმყოფებოდა ბავშვი, როგორი ტიპის პროდუქტები მიეწოდებოდა მას ყოველდღიურად. ეს ბავშვები პერიოდულად მოწმდებოდნენ კვების მოდელის თვალსაზრისით. ამ ბავშვებს რვა წლის და ექვსი თვის ასაკში შეუმოწმეს ინტელექტის მაჩვენებელი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვების მოდელსა და ინტელექტის კოეფიციენტს შორის პირდაპირი კავშირია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამი წლის ასაკში რომ ჭამდა ბავშვი რაიმე ცუდს, რვა-ნახევარი წლის ასაკში ეს მის ინტელექტზეც აისახა.

© Pixabay / ponce_photography ბავშვი ცდილობს ავოკადოს შეჭმას
რა საკვები უწყობს ხელს ბავშვებში გონებრივ განვითარებას: ექიმ-ნუტრიციოლოგის რჩევები - Sputnik საქართველო
ბავშვი ცდილობს ავოკადოს შეჭმას

კვების რეჟიმი

აქედან გამომდინარე ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა შეადგინეს რადიკალურად განსხვავებული კვების მოდელი. პირველი – მათ თქვეს, რომ ბავშვები, რომლებიც მოწესრიგებულად, რეჟიმში იკვებებოდნენ, ბევრად უფრო მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს ფლობდნენ, ვიდრე მოუწესრიგებელი ცხოვრების წესის მქონე ბავშვები. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ საუზმე ტვინის გაცოცხლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ანუ ბავშვები, რომელებიც ტოვებდნენ საუზმეს და საკმაოდ გვიან მიირთმევდნენ საკვებს, მათი ტვინი ხარვეზებით მუშაობდა. ამიტომ ტვინის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესია, ბავშვი გავუშვათ ბაღში, სკოლაში ნასაუზმევი.

მარი მალაზონია - Sputnik საქართველო
რომელი საკვები ამაგრებს ძვლებს და როგორ უნდა მოვიქცეთ კალციუმის ნაკლებობის დროს

ულუფა

მეორე კომპონენტი აღმოჩნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ულუფა. დადგინდა, რომ ბავშვები, რომელთაც, მაგალითად, ბებო დილით შეუწვავდა კვერცხს, ასევე აჭმევდა კარაქიან პურს, დაალევინებდა ორ ჭიქა კაკაოს და ა.შ., ასეთ ბავშვს მეცადინეობის პროცესში მიდრეკილება ჰქონდა ძილიანობისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ საკვების ოპტიმალური რაოდენობა. ეს მოქმედებს ბავშვის არა მარტო ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ აქტივობაზეც.

კვების რაციონი

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც რაციონს ეხება. რაციონთან დაკავშირებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტვინის მოქმედებისათვის და, მათ შორის, მეხსიერებისთვის, გუნება-განწყობილებისთვის, უმნიშვნელოვანესი ელემენტია B ჯგუფის ვიტამინები. აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი სიცოცხლის პირველივე წლებიდან არის უზრუნველყოფილი B ჯგუფის ვიტამინით. შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის ვიტამინების წყარო შესაძლოა იყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მაგალითად ხორცი, ან მარცვლეული და ბურღულეული პროდუქტი, პარკოსნები. ასევე თხილი, ნიგოზი, რომელიც არა მარტო B ჯგუფის ვიტამინების, არამედ აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყაროც გახლავთ.

პატარა მზარეული - Sputnik საქართველო
რატომ გახშირდა სიმსუქნე ბავშვებში?

რა თქმა უნდა, ხილსა და ბოსტნეულში არსებულ მცენარეულ ბოჭკოსთან ერთად ბავშვი სხვადასხვა სახის ვიტამინებს იღებს, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. აღმოჩნდა, რომ ესეც ბავშვის ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ასევე ვახსენე ცხიმოვანი მჟავები, ამიტომ საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიცია, რომ თევზის ქონი მისცენ ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ არის სრულიად გამართლებული.

ბავშვის კვებაში ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩდა ცილის როლი. ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის ადეკვატური რაოდენობა, ისეთი ადვილად შეთვისებადი ცილა, როგორიცაა კვერცხი, რძის ნაწარმიდან გამოვყოფდი მაწონს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფლორის მოწესრიგების საუკეთესო შესაძლებლობაა.

მეორე კვების მოდელი, რომელიც ამას დაუპირისპირდა, ეს გახლავთ პროცესირებული პროდუქტები, ანუ ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტები, უკიდურესად რაფინირებული, ანუ გაფილტრულ-გაწმენდილი პროდუქტები და ე.წ. სწრაფი კვების პროდუქტები. ბავშვებს კი უყვართ სოსისები, ძეხვი და მსგავსი პროდუქტები, მაგრამ ისინიც პროცესირებულ პროდუქტში გადის და სასურველია თავი შევიკავოთ და არ მივცეთ პატარებს, ისევე, როგორ პოპკორნი, ბურბუშელა, ჩიფსი. აღარაფერს ვამბობ გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებზე, რომლებიც ბავშვებისთვის რისკის მატარებელია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0