პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია

© Facebook / photo: Iliauni School of Law / FB ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სტრუქტურა მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვით იქნება დაკავებული

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 34 წლის ლონდა თოლორიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზეა მიღებული. თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, წინააღმდეგი 21 დეპუტატი იყო. ამგვარად, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს ექვსი წლის ვადით დაიკავებს. ის უფლებამოსილების შესრულებას 3 ივლისიდან შეუდგება.

საქართველოში ახალი საგამოძიებო უწყება იქმნება >>

თოლორაიას ერთადერთი კონკურენტი იყო ვალერი ლომუაშვილი. თუმცა მან საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ შვიდი წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.

სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება სახელმწიფო ინსპექტორი - საქართველოს პარლამენტი კანდიდატებზე მსჯელობს

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო. ახალმა უწყებამ თავის თავზე უნდა აიღოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულება და გარკვეული ტიპის დანაშაულის გამოძიება.

2009 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე თოლორაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

2019 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორია.

„ცუდ პოლიციელებს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხედავს >>

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში იქნება ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0