„ქართული ბიზნესისთვის კონკურენცია მოტივატორია" – თურნავა „გაზპრომთან" შეთანხმებაზე

გამოწერა
რუსული გაზის რეალიზება საქართველოს კომერციულ სექტორში აუქციონების გზით ხდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული, ხოლო კომერციულ სექტორს კონკურენცია წაადგება, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყნის მთავრობის შეთანხმებაზე რუსულ კომპანია „გაზპრომთან" სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

ქართულმა მხარემ 2019 წლის მარტში რუსულ კომპანია „გაზპრომთან" ხელი მოაწერა შეთანხმებას სომხეთში ბუნებრივი აირის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესახებ. ახალი შეთანხმებით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია, ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო გაზის შესყიდვის ფასმა, თუ ეს საქართველოს დასჭირდება, დაიკლო.

„თუ ნახავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე, 2.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ბაზრიდან, რაც ჩვენი მთლიანი მოხმარებაა, 95 პროცენტი გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა", – განაცხადა თურნავამ პარლამენტში.

მან განმარტა, რომ საქართველო აზერბაიჯანულ გაზს ორი წყაროდან იღებს – ტრანზიტის კვოტითა და სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მეშვეობით.

„გაზპრომის“ ოფისი მოსკოვში - Sputnik საქართველო
საქართველო და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ - შეთანხმების დეტალები

„ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომხმარებელი – ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ეს სეგმენტი მთლიანად დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით. რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიის თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია", – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, რუსული გაზი საქართველოს კომერციულ ბაზარზე შემოდის.

„ახლა, მართალია, მცირე დოზით, სულ 5 პროცენტი ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. აუქციონის მეშვეობით გაიყიდა მისი დიდი ნაწილი. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, რვა კომპანია მონაწილეობდა. შეიძლება ეს გაზი ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის... „გაზპრომის" რამე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი", – განაცხადა თურნავამ.

საქართველო აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდას ელოდება>>

საქართველოს გავლით სომხეთს 2018 წელს 1,93 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიეწოდა. 2017 წელს ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მლრდ კუბომეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდ კუბომეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0