08:40 22 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
გაზის საკომპრესორო სადგური

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი

© photo: Sputnik /
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (158)
71 0 0

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გერმანულ ბანკ KfW-სთან 2018 წლის აგვისტოში 150 მლნ ევროს საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიწისქვეშა გაზსაცავის აგების დაფინანსებას გულისხმობს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2022 წლისთვის მიწისქვეშა გაზსაცავი აიგება, რომელიც ზამთარში ბუნებრივ აირზე გაზრდილ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. 

საპარლამენტო კომიტეტმა კომისიის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში მოისმინა.

მილორავამ სხდომაზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სფეროში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირებულია, ძირითადად, თბილი ზამთრის გამო.

„კვლავ ადგილი აქვს გაზის სეზონურ მოხმარებას, რაც აქტუალურს ხდის გაზსაცავის მშენებლობის საკითხს“, — აღნიშნა მილორავამ.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გერმანულ ბანკ KfW-სთან 2018 წლის აგვისტოში 150 მლნ ევროს საკრედიტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიწისქვეშა გაზსაცავის აგების დაფინანსებას გულისხმობს. შეთანხმებას ხელი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თბილისში ვიზიტისას მოეწერა ხელი.

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს. პროექტი ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა.

მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსაცავში 300 მლნ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის შენახვა გახდება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (158)

მთავარი თემები