09:38 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
გაზქურა

საქართველო აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდას ელოდება

© Sputnik / Levan Avlabreli
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (24)
76 0 0

საქართველო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების მომარაგებისთვის ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან გამოიყენებს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება, მთლიანად უზრუნველყოფილია და უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

სამშაბათს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველომ „გაზპრომთან“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ამ კონტრაქტში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მოხერხდა.

საქართველო და „გაზპრომი“ შეთანხმდნენ - შეთანხმების დეტალები >>

„აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად გაზის სფეროში. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე, შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული რესურსები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და ელექტროენერგიის მომარაგებას მოხმარდება.

2018 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო. საქართველოს საკუთარმა წარმოებამ 6,6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის" სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის ბოლოს დასრულდა.

„სამხრეთის გაზის დერეფანი" მილსადენების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც გათვალისწინებულია აზერბაიჯანული გაზის მიწოდება თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

„სამხრეთის გაზის დერეფნის" საწყისი წლიური გამტარუნარიანობა 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც რეგიონში 10 მილიონი საშინაო მეურნეობის მიერ ენერგიის მოხმარების ტოლფასია.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (24)

მთავარი თემები