მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

© Sputnik / Shota Nozadzeარჩევნები მთაწმინდაზე
არჩევნები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გაყალბების საქმიანობაში დაადანაშაულა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა, იუწყება პირველი არხი.

სააგენტო „ნიუს სფეისის“ წარმომადგენელმა მარიამ მკალავიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” წარმომადგენელი თამარ ნიშნიანიძე დაადანაშაულა იმაში, რომ ის საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავდა და ტელეფონით აგზავნიდა სახელსა და გვარებს. მისი თქმით, ეს გაყალბების სქემაა.

19 მაისის არჩევნები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
ცესკო: მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის საკითხი ამოწურულია და არანაირი პრობლემა აღარ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრალდებას უარყოფს.

„მე დამკვირვებელი ვარ და მაქვს უფლება, დავაკვირდე არჩევნებს. სახელი და გვარები ისედაც გამოკრულია კედელზე. ეს გოგო არის მატყუარა“, - აცხადებს არასამთავრობოს წარმომადგენელი თამარ ნიშნიანიძე.

საქართველოში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. მეორე ტურის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ პირველ ტურში 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

და ისევ არჩევნებია: საქართველოში პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ >>

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე („41“ ნომრად) და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე (ნომერი „13“).

ყველა ახალი ამბავი
0